|
2019-11-25 14:24:51, 1766 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძემ საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
25 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საქართველო - იაპონიის ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელშიც 40 - მდე იაპონური და 100 - ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოში იაპონიის საელჩოს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JAICA), იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით ჩატარდა. ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ. „დღევანდელი ბიზნესფორუმი რიგით მეხუთეა. მასში უფრო მეტი იაპონური კომპანია მონაწილეობს, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ შეგვიძლია იაპონურ კომპანიებს შევთავაზოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ხელსაყრელი ბიზნეს და საგადასახადო გარემო, სტაბილურად მზარდი ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამოყენების შესაძლებლობა ევროკავშირთან, თურქეთთან, უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან, აგრეთვე შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს საერთაშორისო ინვესტორებს. ჩვენ გახსნილი ვართ იაპონურ ბიზნესთან თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, რომ ბიზნესფორუმი გახდება დასაბამი სამომავლო ნაყოფიერების თანამშრომლობისა საქართველოსა და იაპონიის საქმიან წრეებს შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ. მისასალმებელ სიტყვაში იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წლევანდელ ბიზნესფორუმზე გაცილებით მეტმა იაპონურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე მანამდე. მისი თქმით, ესაა იმის დასტური, რომ იაპონური კომპანიები საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებით დაინტერესდნენ. „იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი იაპონური კომპანია შემოვა საქართველოს ბაზარზე და ამით შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღნიშნული გარემოება ასევე დაეხმარება ქართულ კომპანიებს, გაზარდონ პროდუქტიულობა და ხარისხი, რაც მეტად კონკურენტულს გახდით მათ სხვა საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით," - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში. ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაციები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და თანაინვესტირების ფორუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ. ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რისკების მართვაზე. ბიზნესფორუმი B2B შეხვედრებით დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოსა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
(NS)
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)