|
2019-11-25 13:13:21, 1620 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში, „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium“ გაიხსნა
თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium" გაიხსნა. 150 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ტურისტულ და კულტურულ ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მზადაა სტუმრების მისაღებად. ეკონომ-კლასის სასტუმრო Accor Hotels ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა თბილისში. მისი დიზაინი სტუდია „Sundukovy Sisters"-მა შეიმუშავა და ის თანამედროვე და ნათელი გარემოს კონცეფციაზეა დაფუძნებული. სასტუმრო მომხმარებლებს საქმიანი შეხვედრებისა და მოსასვენებელ, ადგილობრივ მოსახლეობას კი - საჯარო სივრცეებს სთავაზობს. „მოხარული ვართ, რომ თბილისში რიგით მესამე სასტუმრო გავხსენით. „ibis Tbilisi Stadium" მოსახერხებელია როგორც ტურისტებისათვის, ასევე ქალაქის საქმიანი ვიზიტორებისათვის. მომგებიანი ადგილმდებარეობა და მყუდრო გარემო სტუმრებისათვის სასიამოვნო გამოცდილებას შექმნის. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია კი აუცილებლად გახდება ბაზარზე სასტუმროს მთავარი კონკურენტული უპირატესობა", – აღნიშნავს Accor Hotels ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი - ალექსის დელაროფი. თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს. ACCOR Hotels ჯგუფის შესახებ ფრანგული Accor Hotels ჯგუფი სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც 50 წელია 110 ქვეყანაში 4900 სასტუმროსა და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს. IBIS ბრენდის შესახებ Accor Hotels ჯგუფის სასტუმროების ბრენდი - Ibis 1974 წელს დაარსდა და ევროპის ბაზარზე ბიუჯეტური სასტუმროების ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს თანამედროვე გარემოს, კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
(R)
დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)