|
2019-11-22 17:07:22, 14169 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე აღვკეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლეს ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შუამდგომლობით სახელმწიფო ბრალდებამ მიმართა, თუმცა დაცვის მხარე მას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. საბოლოოდ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საზოგადოებრივმა დამცველმა ელდარ გვალიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოეყენებინა სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, რასაც დაცვის მხარე, რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ და მოვითხოვეთ ბრალდებული, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს დაეტოვებინა აღკვეთი ღონისზიების გარეშე, ანუ არ ყოფილიყო მის მიმართ არც ერთი საქმე გამოყენებული. ამას რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ, რისთვისაც 48 საათი გვაქვს“, - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ პროცესზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა. სხდომა 9 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს გენერალური პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. მათ მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://expressnews.com.ge/index.php?id=93263
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)