10:21 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 15:35:07, 3240 ნახვა

სამართალი
სუს-თან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ,“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიციამ მოძრაობა „გაბედეს“ ექვსი წევრი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან ოთარ ბექაური, ბექა ნათელაშვილი და თორნიკე ჯავახიშვილი.

აქტივისტების თქმით, სამართალდამცველები მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.

„ჩვენ ვითხოვთ სუს-ის უფროსის აქ ჩამოსვლას, რათა გაგვცეს კითხვებზე პასუხი. თუ არ მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს, დავიწყებთ კანონიერი გზებით მთელი ვაჟა ფშაველას პარალიზებას, 10 წუთს ვაძლევთ ამისთვის“,- განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics