2015-07-22 09:32:26, 579 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2572 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.2572 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2632 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0060 ლარი შეადგინა,
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.4511 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4515 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან