16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 11:38:36, 3210 ნახვა

რეგიონი
ხანძარი ხულოში - დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

კერძოდ, მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა 6 ხის, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2  ნაწილით მინდინარეობს.

ხულოში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics