01:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 11:13:47, 2737 ნახვა

სამართალი
გომელაური - ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ დავკარგოთ

„ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ფრანგ კოლეგასთან, კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან მიგრაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საფრანგეთში დამატებით რამდენიმე ოფიცრის გაგზავნა იგეგმება, რათა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა არ გაიზარდოს.

„ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ვთანამშრომლობთ რა როგორც მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ბატონი მინისტრი ბრძანდებოდა საქართველოში, შეხვდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, დღევანდელ უკვე პრემიერ-მინისტრს, შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სწორედ მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა. ჩვენ მზად ვართ, საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით", - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics