16:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 11:01:14, 2880 ნახვა

რეგიონი
გურიაში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის  რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის 17 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.    

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 527 800  ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად   ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics