|
2019-11-21 17:42:59, 4064 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი ხელს უწყობს საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას
საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო. დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის მონაწილეებმა კერძო სექტორის განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, მათ შორის, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე იმსჯელეს. ფორუმში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი (EU) გაეროს ოთხ სააგენტოსთან - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) - თანამშრომლობით. სამუშაო სესიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ბიზნესის კლასტერების შექმნის პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლებლობები შეფუთვის, სანერგეების, გადამმუშავებელ და აგროსამრეწველო სექტორებში; იმსჯელეს გარემოსადმი პასუხისმგებელი ბიზნესის განვითარებაზე, რაც საქართველოს ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის მიღებას, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის დანერგვას და ენერგოეფექტურობისადმი გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება. ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს ბიზნესის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკითხებში ქართული დიასპორის როლზე ისაუბრეს. ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც გაეროს ოთხი სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან კერძო კომპანიები, დარგობრივი ბიზნესასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული ასოციაციები და სავაჭრო გაერთიანებები. პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროექტი საქართველოს ბიზნესის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)