2019-11-21 17:21:04, 2218 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავა - ვიდეო
საპატრულო პოლიციამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „შეცვალეს“ 3 წევრი დააკავა.
კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რომლის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,