|
2019-11-21 12:52:40, 2311 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას იუწყება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი 4 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისსა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი. ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, მოდის დრო ვიზრუნოთ ჩვენს ავტომობილზე და მოვამზადოთ ის ზამთრის სეზონისთვის. სწორედ ამიტომ 22-დან 24 ნოემბერის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც ზამთრის საბურავების შეძენისას, გადახდილი თანხის 30% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ ზამთრის საბურავების უსასრულო გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ საბურავის დაზიანების შემთხვევაში თეგეტა მოტორსი უსასყიდლოდ აღგიდგენთ საბურავს ან აგინაზღაურებთ მისი ღირებულების 100%-მდე თანხას. გამოცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ თეგეტა მოტორსის „საბურავების სასტუმროში“. ტემპერატურის კლებასთან ერთად ორმაგად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა. განსაკუთრებული ყურადღება კი საბურავების შერჩევას სჭირდება. დაუშვებელია ზამთარში ზაფხულის საბურავებით სიარული, ზამთრის საბურავი და მისი პროტექტორი სპეციალურად დაბალ ტემპერატურაზე სამუშაოდ არის შექმნილი. მნიშვნელოვანია ავტომობილი ზამთრის სეზონისთვის სრულად გამართულ მდგომარეობაში გვყავდეს, ამიტომ თეგეტა ნებისმიერ სერვისზე განსაკუთრებულ პირობებს გთაზობთ და 24 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტაში თქვენთვის საჭირო სერვისით. თქვენს მიერ სერვისში გადახდილი თანხის 50% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო და ასევე თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, თეგეტა კიდევ ერთ სერვისს - თეგეტა კომფორტს გთავაზობთ, პერსონალური მენეჯერი გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვის ცენტრში, ჩაუტარებს ყველა საჭირო სერვისს და დაგიბრუნებთ უკან გამართულ მდგომარეობაში. აქციები მოქმედებს თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის აეროპორტი მორდორის კარიბჭედ იქცა
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)