|
2019-11-20 16:22:33, 2946 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის „Homeland Of Wine“ პრეზენტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის „Homeland Of Wine" (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა. „Homeland Of Wine" ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალია, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი გამოვა კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე. „Homeland Of Wine" მკითხველს მოუთხრობს იმ ადამიანებსა თუ კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი, გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media" (ენ ლაინ მედია). პრეზენტაციას ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. „ღვინის სამშობლოში „ღვინის სამშობლოს" კეთებაც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქართული ღვინო უკეთ იყოს წარმოჩენილი, მხარი დავუჭიროთ მას და მოგიყვეთ ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გამორჩეულ ღვინოებზე, მცირე მარნებსა თუ ქალ მეღვინეებზე, ახლადგაშენებულ ვენახებსა და აღდგენილ ჯიშებზე, საკითხებზე, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს და რჩევებზე, რომლებსაც გამოცდილი მეღვინეები გვაძლევენ. ჟურნალის ყველა ნომერში, დარგის სპეციალისტებთან და პროფესიონალებთან ერთად, შევეცდებით, მეტი გითხრათ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ღვინო კულტურის ნაწილი და ცხოვრების წესია" - აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა მაია ჯავახიშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, ჟურნალი „Homeland Of Wine" კიდევ ერთი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. „იმედი მაქვს, რომ ჟურნალის მეშვეობით უამრავ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია როგორც ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ისე მისი თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ, გაიცნოს ქართველი მეღვინეები და მათი ღვინოები. მჯერა, რომ ამ გზით მკითხველი კიდევ უფრო შეიყვარებს და დააფასებს ქართულ ღვინოს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ ღვინოს უწყვეტად აწარმოებს უკვე 8 ათასი წელია", - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
(NS)
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)