|
2019-11-20 16:17:04, 2619 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ერთეული მაღალი გამავლობის, ტოიოტას ფირმის მანქანა აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით. ამით ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდა. აღნიშნული ტექნიკის ღირებულება 574 ათას ლარს შეადგენს. ავტონამქანების ცენტრზე გადაცემის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, ქ. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე დაესწრნენ. "ბათუმის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალი ავტომობილებით სრულყოფილ დახმარებას აღმოუჩენს მოსახლეობას. განსაკუთრებული პრობლემები ამ მხრივ შემოერთებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეში გვქონდა, სადაც ზოგიერთ დასახლებებში ჩვეულებრივი მანქანებით მისვლა განსაკუთრებით ზამთრის უამიდობის დროს ჭირდა" - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 13 ბრიგადა ემსახურება. ბრიგადების დამატება წელიწადში 2-ჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)