|
2019-11-20 15:32:40, 2583 ნახვა
სამართალი
გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. თავდაპირველად ისინი ბოქლომის დადებას კარზე აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, მათ ბოქლომი ჭიშკარზე ჩამოკიდეს. „ყველა სახელმწიფო უწყება დაბოქლომდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ უკვე დავაანონსეთ ორშაბათ საღამოს მსვლელობა, ღამე დავრჩებით ჩვენ პარლამენტთან და უკვე სამშაბათს დანიშნულია პლენარული სხდომა, რომლის პიკეტირებასაც მოვახდენთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, ისინი თავს გვაჩვენებენ, ვითომ მუშაობენ. ეს უწყებაც, იმის მიუხედავად, ვის მოსწონს ან არ მოსწონს ირაკლი ოქრუაშვილი, პროკურატურა გადაიქცა გვამებით მოვაჭრეთა კავშირად. ის, რასაც ესე ჩადიან, არც სამართალში ზის, არც არანაირ მორალში. დღეს ოქრუაშვილი არის პირდაპირ პოლიტიკური პატიმარი. ჯერ დაიჭირეს 20 ივნისის საქმეზე, რომელიც შეთითხნილი იყო, ახლა კი გადაწყვიტეს ასე დატოვონ პატიმრობაში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. პროკურატურასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)