|
2019-11-20 02:45:48, 2331 ნახვა
სამართალი
აქციის დროს დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები, ჯამში 36 მოქალაქე სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ მათი სასამართლო პროცესი 20 ნოემბრისთვის გადადო. ვალერიან ფილიშვილი ლევან კაჭარავს, პაატა სოსანაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძის და დავით მჟავანაძის ადმინისტრაციულ საქმეს სასამართლო 13:00 საათზე განიხილავს. გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ელგუჯა ბაგრატიონის, ლუკა ჭიჭინაძის, გიორგი ბუნტურისა და ზუკა ბერძენიშვილის პროცესი 13:30 საათზე ჩაინიშნა, ხვიჩა ბიწაძის, ირაკლი ჩიხრაძის, რევაზ ნიჟარაძის, გოჩა მჟავანაძის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხის, დავით ბერუაშვილისა და ლევან გორგაძის პროცესი კი, 14:30 საათზე ჩატარდება. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც, რუსთაველის გამზირიდან სასამართლოში გადაინაცვლეს. ადგილზე არიან დეპუტატები ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)