|
2019-11-19 14:21:15, 1744 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის ზრდის მიმართულებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ექსპორტის მიმდინარე დინამიკა
2019 წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბერში იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა და 847.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 32.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 531.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს - ექსპორტი 10.4 %-ით გაიზარდა და 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 3.1 %-ით ნაკლებია და 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 517.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 295.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა - წინა წელთან შედარებით ის 5.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებში - საქართველოს ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 685.2 მლნ. აშშ. დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ექსპორტის მიმდინარე დინამიკა. „თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით - ეს ყველაფერი ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), მსუბუქი ავტომობილების (65.4%), მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს ამავე პერიოდში - გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (47.1%), მსუბუქი ავტომობილების (5.1%), ნავთობის აირების (9.8%) და მედიკამენტების (7.0%) იმპორტი.
(NS)
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის აეროპორტი მორდორის კარიბჭედ იქცა
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)