|
2019-11-19 13:31:09, 1476 ნახვა
ეკონომიკა
ანკარაში, პირველად 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დროსაც გადაწყდა შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა 14 წლიანი პაუზის შემდეგ. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქეთის ვაჭრობის მინისტრ რუსარ ფექჩანთან. საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენება. ის, როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, ხელს მოაწერს კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები. მათ შორის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი - შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენა რამდენიმე კვირის წინ, კერძოდ 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)