|
2019-11-19 12:47:00, 1468 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის შედეგად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, სულ დაკავებული 37 პირია, რომლებსაც ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედებათ. დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი. დაკავებული 37 პირიდან სამართალდამცველებმა 19 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან დაკავებულების ახლობლები, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეები და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებული პირების მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)