03:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 20:57:17, 1598 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - დღეს, ამდენი მედია პრინციპულად იქცა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად

დღეს, ამდენი მედია პრინციპულად იქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებას დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ დეზინფორმაციას, რაზეც ბოლო წუთებში უკვე კომენტარი ვერ მოვასწარით. ჩვენ თურმე ვინც აქ ვსხედვართ, ჩვენ რომ ბიურო ჩავატაროთ, ამისთვის ტარდება, ხუშტურია რა და ამისთვის ტარდება სპეცოპერაცია. საუბარია, რომ არ არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს მდგომარეობა და შეცვალოს ის არსებობა, რომელიც აქვს მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველას, ვისაც ფორმა აცვია, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან, სახელმწიფოს, ჩვენს შვილებს. თითქოს ეს საკითხები არ არსებობს და ბიუროს დღის წესრიგი მხოლოდ იმაშია, რომ როგორმე ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე გავაძლიეროთ.

დღეს ამასთან დაკავშირებით ამდენი მედია, რომელიც პრინციპულად იქცა პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად „ნაციონალური მოძრაობის“, თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი თავისი პოლიტიკური პროფილით, რომ არა მედია თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს. ამაზე გავამახვილე ყურადღება იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics