|
2019-11-18 19:50:09, 1726 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი - მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას
„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა, მე საჯაროდ ვამბობდი, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, რადგან ეს უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროპორციული სისტემის კანონპროექტთან დაკავშირებით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება თავისი სინდისის შესაბამისად მიიღეს და ამის გამო, რევოლუციაზე საუბარი გაუგონარია. „პროპორციული სისტემა, მაჟორიტარული სისტემა იქნება, ნახევრად მაჟორიტარული თუ ნახევრად პროპორციული, ყველა არის კანონიერი, კონსტიტუციური და აპრობილრებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვყენებში და ყველაზე დემოკრატიული ქვენებიც სწორედ ამ სისტემით არის. ასე რომ აქ იმაზე საუბარი, თითქოს რაღაც დემოკრატიას შევეხეთ ან დემოკრატიას შეხვეხეთ, არასწორია. უბრალოდ რახან შევპირდით ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა. მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ისინი ხმას აძლევენ იმას, რაც მათი აზრით არის სწორი, ამის გამო ვიღაცამ დაიწყოს რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. თუ პირადად ჩემი აზრიც გაინტერესებთ, მე მაშინაც კი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმამაღლა განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, მე საჯაროდ ვამბობდი, რომ მე მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას. ჩვენი მხარეები, კუთხეები, იმსახურებს იმას, რომ მათ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)