|
2019-11-18 19:27:06, 1430 ნახვა
კომენტარი
სუბარი - როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება და დეპუტატებზე თავდასხმა, სახელმწიფო მოვალეა, უკანონობა აღკვეთოს
„როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე თავდასხმა და ბოქლომების დადება ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფოს უფლება კი არ აქვს, მოვალეა, რომ იმოქმედოს“, - ასე გამოეხმაურა რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა აღიარებს, რომ ის, რაც პარლამენტის შენობასთან ხდებოდა, უკანონო იყო. „საქართველოში დაცულია შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება, ისევე როგორც დაცულია გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ყველაზე რადიკალური მოწოდებებიც კი, როგორიც არის ხელისუფლების დამხობა, რევოლუცია, საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ეს მოწოდებები, განცხადებები გადადის ისეთ ქმედებებში, რომ ხდება პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტის წევრებზე თავდასხმა, მათ შორის ფიზიკური, რაც დილას ვიხილეთ, როდესაც ხდება ბოქლომების დადება პარლამენტის თუ სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე და ბლოკირება სახელმწიფო შენობების, მაშინ ბუნებრივია, სახელმწიფოს უფლება კი არ აქვს, მოვალეა, რომ იმოქმედოს და ეს მოქმედება განხორციელდა. აღკვეთილია ის უკანონობა, რომელიც ხდებოდა და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ რომ გაემართლებინათ მომიტინგეები, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონობა თვით მომიტინგეების და მათი ლიდერების ჩათვლით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშვადა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დღევანდელ აქციაზე 18 პირი დააკავა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)