16:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 20:10:27, 2717 ნახვა

რეგიონი
ჯაბა ფუტკარაძემ ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გამართა

შუახევის ინტელექტ-კლუბმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაღალმთიანი აჭარის რესურცენტრების მხარდაჭერით, საჯარო სკოლების უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საჯარო ლექციები დაიწყო.

საჯარო ლექციებს უსასყიდლოდ წაიკითხავენ რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით ცნობილი ადამიანები, მათ შორის ლიტერატორები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და თანამდებობის პირები. საჯარო ლექციები შუახევის მერიის სააქტო დარბაზში თვეში ერთჯერ გაიმართება.

პირველ საჯარო ლექცია დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა.

► საჯარო ლექციას ახალგაზრდებთან ერთად შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საუბრის თემას ევროპული განათლება, პროფესიის არჩევა და მსოფლიო ტენდენციები, უცხო ენის სწავლების აუცილებლობა და მეთოდები წარმოადგენდა.

საჯარო ლექციების მიზანია:

 მუნციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებისა და მოსწავლეების სამოქალაქო განათლებისა და საზოგადობრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური აქტივობისა და თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის გაზრდა, ქვეყნის განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მიღწევების პროცესში ჩართვის წახალისება, მოსწავლეთა მოტივირება, პროფესიის არჩევა,არაფორმალურ განათლების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ინდივიდის ჩამოყალიბება და ა.შ.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics