|
2019-11-17 13:49:44, 1823 ნახვა
სამართალი
ვაჟა სირაძე პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჯა სირაძე პარლამენტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც სირაძემ განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა აქვს. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაგეგმილი არის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, შესაბამისად შსს-ს ადგილზე მობილიზებული ჰყავს პოლიციური ძალები, რომლებიც დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. ასევე შსს მოუწოდებს ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი. რაც შეეხება პარლამენტს, ადგილზე მობილიზებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზენით. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს თავისი აღჭურვილობა და არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არ არის“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)