16:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 18:48:28, 2668 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შუახევის მუნივიპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ საზოგადოებას 2019 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მან კულტურის ცენტრის დარბაზში პრეზენტაციისას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

2019 წელს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყებებიდან 30 000 000-მდე ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის წარდგენისას მერმა ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ, სპორტულ, ახალგაზრულ ღონისძიებებზე, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებებზე გააკეთა აქცენტი.

ხელმძღანელმა პირმა ვრცლად ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - საგზაო ინფრასტრუქტურაზე, წყალმომარაგებაზე, მთების ელექტროფიკაციაზე, გაზიფიცირებაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, სოფლებისა და ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობაზე.აღსანიშნავია, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი, რომლის ღირებულება 1 040 999 ლარია ითვალისწინებს დაბის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგურიდან რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის საფეხმავლო ტროტუარის, საყრდენი კედელის, სანიაღვრე არხის, სკვერის, მოსაცდელის, გარე-განათების, ავტოპარკინგისა და კიბეების მოწყობას.

სულ მუნიციპალიტეტში 2019 წელს 7 165 000 ლარის 215 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის 138 სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ხოლო - 77 ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში.

976 180 ლარით დაფინასდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფერო. 550-მდე ბენეფიციარმა 11 მიზნობრივი პროგრამით ისარგებლა. მერიის სარეზერვო ფონდიდან ბენეფიციარების მკურნალობისა და მედიკამენტების შესაძენად დახმარება გაეწია 118 მოქალაქეს, რისთვისაც 70 606 ლარი დაიხარჯა.

როგორც ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნა, მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდების ხელშეწყობა და სკოლამდელი განათლებაა.

მერის ინიციატივით წელს პირველად შეიქმნა მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება - ექსკურსია, ლაშქრობა, ახალგაზრდული ტურები, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ფოლკლორული, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. მათ შორის, სახალხო დღესასწაული ,,შუახეობა“, რომელიც წელს პირველად მასპინძლობდა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალ ,,ფუძეობას“. ,,ერთი ხეობის ფოლკლორი-ჭვანა“, რომელიც გაიმართა თბილისსა და ბათუმში. ჩატარდა ტრადიციული დღესაწაული ,,შუამთობა“ და ,,ჯვარიმინდორობა“. კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალსა და ფოლკლორულ ღონისძიებებში.

მოქმედებს 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი. მალე გაიხსნება ხაბელაშვილებისა და ბუთურაულის ბაგა-ბაღები, ჯაბნიძეების ბაგა-ბაღის მშენებლობა კი ახლა მიმდინარეობს. 2020 წელს დაგეგმილია დღვანისა და მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა. გორში, ინწკირვეთსა და ბრილში ალტერნატიული ჯგუფების გასხნა.

მუნიციპალიტეტის ისტორიაში 2018 წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი უკრაინის ქალაქ პოჩაევოსთან დამეგობრებას. 2019 წლის 27 სექტემბერს იავოროვსკის რაიონს, ქალაქ ნოვოიავოროვსკსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის, შუახევში გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორ მუნიციპალიტეტს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ორმხრივი კულტურული კავშირების გაღრმავებას, ასევე საერთო ინტერესების გათვალისწინებით განათლების, სპორტის, ხელოვნების, კულტურის, ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მერიის აქტიური თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საჩითილე მეურნეობა დაბა შუახევში მოეწყო, ვაზის სანერგე მეურნეობა ახალდაბაში, ხოლო ხეხილის სანერგე მეურნეობა – ქიძინიძეებში. გორხანაულში აშენდა ვეტერინარული კლინიკა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაფინანსებით, შუახევში 12 239 078 ლარის სამუშაოები განხორციელდა. მუნიციპალიტეტში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი და უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი.

მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად რჩება ტურიზმის განვითარება. აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ჩირუხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, რომლის ღირებულება 200 000 ლარია. შემუშავებულია ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომლის პროექტის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს. 200 000 ევრო დაიხარჯა სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევასა და განვითარების გეგმაზე გომარდულში და რეგიონის სხვადასხვა ლიკაციაზე.

ფრიდონ ფუტკარაძემ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, 2020 წლისთვის განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics