|
2019-11-15 21:33:00, 3031 ნახვა
სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, კიევში ISIS-ის წევრი ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს
კიევში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ ბარა შიშანი) დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ტოხოსაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. „უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავა. კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. 2019 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)