|
2019-11-15 18:31:35, 2984 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით ჩაატარა. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. „გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ საფუძველია მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის მთავარი ფაქტორი სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაა, რომელიც ემყარება კონკურენციის პრინციპებზე და უზრუნველყოფს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, მათ შორის, გენდერის მიმართულებით," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. „ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალები, კაცების მსგავსი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილი შრომის ბაზარზე, ეკონომიკის გამოშვება 11 პროცენტით მეტი იქნებოდა. შედეგად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ კონფერენციის მონაწილეებს იმ სახელმწიფო პროგრამები და მათი შედეგები გააცნო, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მათ შორისაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში". კონფერენციაზე განხილული იქნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე. კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იყო „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა".
(NS)
ფაშინიანი: სომხეთი საქართველოსა და ირანთან ერთად აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც ამყარებს კავშირებს
საოკუპაციო ხაზთან ახლოს დაკავებული 31 წლის საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის აეროპორტი მორდორის კარიბჭედ იქცა
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის საზღვარზე ორლოვკას ბორნის გადასასვლელი რუსეთის საჰაერო დარტყმის გამო შეჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)