2019-11-15 15:24:55, 1623 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა, მოვიკრებთ ძალას და მომავალზე პასუხისმგებლობას ავიღებთ
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ, 16 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,