20:42 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 20:11:25, 641 ნახვა

სამხედრო
ქართული ოცეული სწავლებაში „Saber Guardian/Rapid Trident-2015“ ჩაერთო

უკრაინაში, ლვოვის ოლქში იავორივის სამხედრო პოლიგონზე, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.  

მათივე ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში მიმდინარე ბატალიონის დონის საველე-საშტაბო წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები წელს უკვე მეორედ მონაწილეობენ.

საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება.

„Saber Guardian/Rapid Trident 2015“-ში 18 ქვეყნის 1800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალები სწავლების საველე ნაწილში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის ერთი ოცეულითაა წარმოდგენილი.  საშტაბო სწავლებაში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის, IV მექანიზირებული ბრიგადის, ასევე გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტების ოფიცრები მონაწილეობენ.

უწყების ინფორმაციით, საველე სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედროები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფას, კონვოის ოპერაციებსა და პატრულირებას განახორციელებენ.

სწავლებაში მონაწილეობენ: აშშ-ის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ესტონეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები. „Saber Guardian/Rapid Trident 2015“ აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება და 31 ივლისამდე გაგრძელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics