|
2019-11-13 16:53:15, 2125 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, რომ მოსახლეობას ახალი სერვისები შესთავაზოს. დღეს გაიხსნა ერთიანი მომსახურების მობილური ექსპრესფილიალები. პირველ რიგში, ეს ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას. ექსპრესფილიალებში 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს. ფაქტობრივად, "ერთი ფანჯრის პრინციპით", დროის მოკლე მონაკვეთში, ყველა ის სერვისი, რომელიც დაკავშირებულია საპატრულო პოლიციის მომსახურებასთან, მოქცეულია ამ პატარა სერვისცენტრში," - განაცხადა კახა საბანაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა. დღეიდან ამოქმედდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული განცხადებების მიღების ფუნქციით. პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება. ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. "მე-12" ოთახით სარგებლობა, ან საპოლიციო სერვისის მისაღებად, ამ დრომდე, სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ. ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და სოციალური კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი სხვადასხვა კომპლექსურ ღონისძიებას მოიცავს, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ასევე, საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)