|
2019-11-13 16:40:40, 901 ნახვა
ეკონომიკა
ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის" მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას
„საქართველოს საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის" მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვ.“, - განაცხადა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის" პრინციპით დანერგვისა და მომსახურების გაფიცრულების პროექტის პრეზენტაციის შემდეგ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. პროექტის მხარდამჭერია აშშ - ის საელჩო საქართველოში. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შეუმცირებს სამუშაოს მოცულობას და გაზრდის ეფექტურობას. მისი თქმით, ის ასევე გაზრდის ვაჭრობის უსაფრთხოებას, რადგან ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას ყველა დაინტერესებულ უწყებას შორის. „პროექტის განხორციელებით საქართველო კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს შავი ზღვისა და გლობალურ უსაფრთხოებაში. მოხარულები ვართ, რომ შეერთებული შტატების საელჩო ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს ამ პროგრამის მხარდასაჭერად სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების სხვა შესაბამისი პროექტების საშუალებით“, - განაცხადა აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
(NS)
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)