2019-11-12 17:56:32, 1521 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9618 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.9633 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2645 ლარი იქნება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2697 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,