12:09 - 31 Oct, 2026
|
2019-11-12 11:23:15, 2135 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. სასამართლოში ოქრუაშვილის თანაპარტიელებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და ხელისუფლების მხრიდან საკუთარი პოზიციის შეცვლის მოლოდინი არ აქვთ. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)