|
2019-11-12 10:26:49, 1805 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker and Professional Wealth Management" (PWM) და „Global Finance" თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვეს. აღიარება თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო. „საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო იმის დასტურია, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლისათვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.ფინანსური ჟურნალების, „The Banker and Professional Wealth Management" და „Global Finance" ჯილდოები ყოველწლიურია და ისინი საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან. თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის "The Banker and Professional Wealth Management"-მა მეხუთედ, „Global Finance"-მა კი მეორედ დააჯილდოვა. (R)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)