|
2019-11-11 16:06:19, 1611 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას კურორტ წყალტუბოს განვითარების გეგმის მთავარი მიმართულებები გააცნო. წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა სასტუმრო „რედისონში" გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. ნათია თურნავამ შეკრებილ საზოგადოებას წყალტუბოს განვითარების ძირითადი ექვსი მიმართულება გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა თავის თავზე აიღებს. ესენია: კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება; კურორტის ინფრასტურქტურული განვითარება - ინფრასტრუქტურული პროექტები; წყალტუბოს ტერიტორიაზე, ყოფილ სანატორიუმსა თუ სხვა შენობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებლის შეთავაზება; კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, ამ პროცესის ერთიანი მართვა; მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორცილება და კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა. რაც შეეხება ერთიანი განვითარების გეგმის მომზადება და გენერალური გეგმის სახით დამტკიცებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის შესასრულებლად სავალდებულო იქნება პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის. „ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს დანამდვილებით ეცოდინება, თუ რა ვადებში, რა ფორმით, რა სახით ვითარდება მთლიანად ეს საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, რაც, რასაკვირველია, ჩვენთვისაც უფრო მარტივს, სწორს და გასაგებს ხდის ამ კურორტის მართვის და განვითარების პროცესს და კერძო სექტორისთვისაც ამცირებს იქ ინვესტირების რისკებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ თავის დროზე წყალტუბო დაგეგმილი იყო სწორედ როგორც სპა კურორტი. „მისი განვითარების პირველი გეგმა ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნდა ასეთი ერთიანი სტრატეგია გენგეგმის სახით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
(NS)
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)