18:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 14:17:35, 1693 ნახვა

ეკონომიკა
„ლარი ჩამოიქცევა და ვიხეიროთო, იფიქრეს, ვიღაცის უბედურებაზე რომ ხარობ, იგივეა“ - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებაზე

„ლარის კურსს დაემართა ზუსტად ის, რაც, - ქართულ ღვინოს! 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ძალიან რისკიან გარემოში აღმოვჩნდით, რამაც ნდობის მნიშვნელოვანი დეფიციტი გამოიწვია“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან დახურულ შეხვერდაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებელ პროექტს განიხილავდნენ.

„ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, თუ კონკრეტულად რა ფაქტორებმა გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი მნიშვნელოვანი ვარდნა, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო უფრო შიში და უნდობლობა, იმ პროცესების მიმართ, რაც რუსეთის დუმის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შედეგად შეიძლებოდა განხორციელებულიყო:

„20 ივნისის მოვლენების შემდეგ ძალიან რისკიან გარემოში აღმოვჩნდით. რა დაემართა ლარის კურსს?! - კურსს მოუვიდა ზუსტად ის, რაც, - ქართულ ღვინოს! ღვინისთვის ემბარგო არ დაუდია რუსეთს. დუმაში გავიდა ეს საკითხი, მაგრამ ამას ხელი არ მოეწერა. თუმცა, ამის შემდეგ, ქართული ღვინის კომპანიებმა მაინც შეამცირეს ღვინის ჩაბარება. დასაწყისში 50 პროცენტზე ნაკლებს იბარებდნენ. მოსავალი კი დაახლოებით იგივე იყო და შესაძლოა, ცოტა მეტიც. არ დაედო ემბარგო ღვინოს, მაგრამ მათ მაინც გაუჩნდათ უნდობლობა, რადგან არ იცოდნენ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უნდობლობამ მოგვაყენა დიდი ზარალი.

ეს, რაც მოხდა, რომ განვაზოგადოთ, ეკონომიკასაც იგივე დაემართა. გაჩნდა მოლოდინი, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემოდა. დაიწყეს სესხების გალარება, რაც იდეაში, დადებითი პროცესია, როცა ეს ვითარდება ჩვეულებრივი ტემპით.  როგორც მანამდე მიდიოდა გალარება, ისე რომ მომხდარიყო, ყველა კმაყოფილი დავრჩებოდით, მაგრამ პრაქტიკულად, თვენახევარ-ორ თვეში განვითარდა ისეთი პროცესი, რაც თვეებისა და წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო გაწერილი.  ეს მოხდა უნდობლობის გამო. ფიქრობდნენ, რომ კიდევ დაეცემოდა და ჩამოიქცეოდა ლარი და არ უყურებდნენ პროცესს, რომ ძვირი უჯდებოდათ. მანკიერი წრესავით გახდა ეს ყველაფერი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ლარი დაიქცევა და მოდი, ვიხეიროო, მავანმა იფიქრა.  სინამდვილეში, ვიღაცის უბედურებაზე რომ ხარობ, იგივე მოტივია, ამიტომაც იყო დამანგრეველი. მერე კი დაიწყო ლარმა გაძვირება და დაანახა ამ ადამიანებს, რომ ვინც ასე გააგრძელებს, ბოლოს ძვირის გადახდა მოუწევს! მარტივი ენით რომ ვთქვათ, ლარი გაძვირდება!“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მდგომარეობას ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული მძიმე ურთიერთობაც დაემატა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა:

„ამას კიდევ ის კონტექსტი შეიძლება დავურთოთ, რომ ეროვნულ ბანკსა და სხვა ბანკებს შორის, მთელი წლის განმავლობაში, საკმაოდ მძიმე ურთიერთობა იყო, რამაც ნეგატივი კიდევ უფრო გააძლიერა. საკმაოდ ბევრი რეგულაცია დაიწყეს ერთდროულად საბანკო სფეროში. ასე ავხსნიდი, ზოგადად, -  საბანკო სფერო ცოტა დაიძაბა, ერთბაშად ძალიან ბევრი რამ ხდებოდა და ეს უძღვოდა წინ 20 ივნისის მოვლენებს. დროის შემჭიდროვებულ მონაკვეთში როცა მოხდა ამდენი რეგულაცია, რასაკვირველია, სექტომა რეაქცია მისცა, მოხდა მოვლენათა ეროზია. კურსი ისე წავიდა, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა შემოატრიალა. მადლობა ღმერთს, რომ 20 ივნისის მაგვარი ფორსმაჟორი ძალიან იშვიათია, თუმცა დუმას რომ ის სანქციები განეხორციელებინა, რაზეც იყო საუბარი, გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე, აძლევს თუ არა ფინანსთა სამინისტრო რჩევებს ეროვნულ ბანკს და ითვალისწინებენ თუ არა ისინი სამინისტროს რეკომენდაციებს, მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ დროს, შესაძლოა, მძიმე შედეგებიც მივიღოთ:    

„ეროვნული ბანკი სრულიად დამოუკდებელი არსად არის, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ პატივი ვცეთ, იმიტომ, რომ რაღაც შემთხვევაში, როცა გვგონია, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ, შეიძლება რაღაც გავაფუჭოთ და უფრო მძიმე შედეგებიც მივიღოთ“.  

მინისტრის განმარტებით, ზოგადად, ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია და უპასუხისმგებლო განაცხადიც შეიძლება იყოს, რადგან საქმე სავალუტო შემოდინებას და გადინებას ეხება, რაც ერთმანეთს აბალანსებს და კურსის მდგომარეობასაც განსაზღვრავს.

ნონა ქარქაშაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics