|
2019-11-11 12:18:32, 1326 ნახვა
ეკონომიკა
მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ განათლების სფერო რჩება - ფინანსთა სამინისტროს განმარტება
„შეუძლებელი იქნება გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკრი ზრდის მიღწევა, თუ ქვეყანაში განათლების ხარისხი არ იქნება მაღალი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებელ პროექტს განიხილავდნენ. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მომავალ წელსაც, ისევე როგორც მიმდინარე წელს, ქვეყნის ბიუჯეტის პირველი პრიორიტეტული მიმართულება განათლების სფერო იქნება. "იმისათვის, რომ სამომავლოდ, მდგრად ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, აუცილებელია ქვეყანაში მაღალი ხარისხის განათლება გვქონდეს. მაღალი ხარისხის განათლების სისტემა არის ის ძირითადი მიმართულება, რაც არამხოლოდ 2020 წელს, არამედ, მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, პრიორიტეტად დარჩება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯები წელს უკვე გადაიდგა. განათლების რეფორმა დაიწყო და მნიშვნელოვანი ცვლილებებიც დაიგეგმა, თუმცა, რაც უნდა კარგი სასწავლო ლიტერატურა გვქონდეს, რაც უნდა კარგი მეთოდოლოგია გვქონდეს, აუცილებელია, მასწავლებლებს, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილზე მუშაობენ უკვე ათობით წელი, ჰქონდეთ გაზრდილი მოტივაცია და მათი ხელფასი ოდნავ მაინც მოდიოდეს შესაბამისობაში სხვა საჯარო მოხელეების ხელფასთან,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მასწავლებლის ხელფასი ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს და 2023 წლისთვის ის, საშუალოდ, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასსს უნდა გაუთანაბრდეს. მასწავლებლის ხელფასის ზრდის გარდა, ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი საგანმანათლებლოს სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასაც ითვალისწინებს, რისთვისაც ბიუჯეტში 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ნონა ქარქაშაძე
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)