|
2019-11-11 12:15:55, 988 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. „საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ისეთ ტექნოლოგიურ სამიტებს, რომელიც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. მასშტაბური ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ისეთი კომპანიების დამფუძნებლებისა და წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners. საერთაშორისო დონეზე ახალი კავშირების და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. Startup Grind-ის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება -Startup Grind Europe-Asia Connect - ი „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) სამიტის შემდეგ, რიგით მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს, ასევე, 20-ზე მეტი ქვეყნიდან 30-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს. ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე ტექნოლოგიური კონფერენცია მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს მოიცავდა, რომლებზეც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპის მასშტაბით არსებულ ახალ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. ღონისძიებას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. R
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)