|
2019-11-09 14:44:59, 1735 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ფორუმი Startup Grind Europe-Asia Connect სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, თბილისში ტარდება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე. სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, მასშტაბური ფორუმი სწორედ საქართველოს დედაქალაქში ტარდება. ეს თქვენი დამსახურებაა და ამას გილოცავთ," - ასე მიმართა Startup Grind Europe-Asia Connect - ის ქართველ მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე გამოსვლისას. „გლობალური ინოვაციურობის რეიტინგში 48-ე ქვეყანა ვართ, მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ძალიან კარგი მიღწევაა, ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე, მათ შორის არის ფინანსური მხარდაჭერა, სტარტაპების და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერა და სწორედ ამის გამო ხდება, რომ ასეთი მასშტაბური, რეგიონული ღონისძიებები იმართება საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, კარგია, რომ ამ ფაქტმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი, რეგიონული საერთაშორისო ღონისძიება, როგორიც არის სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის კავშირი, ამის დასტურია.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)