02:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 14:30:16, 582 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ნაგავსაყრელის მოწყობისა და ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებაზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო.

როგორც მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, კანონპროექტის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელის ტანმხლები უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია.

„კანონპროექტის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელის თანმხლები უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია და შემცირება,  ნარჩენებისა და ნაგავსაყრელისთვის მკაცრი საოპერაციო და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე, ნიადაგსა და ატმოსფერულ ჰაერზე  ნაგავსაყრელის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება“,-აღნიშნა მურღულიამ.

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics