|
2019-11-08 18:05:49, 2037 ნახვა
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 70-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დუშეთში საზეიმოდ გახსნა
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქალაქ დუშეთში 8 ნოემბერს 70-ე საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სივრცე საზეიმოდ გახსნა. იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დუშეთში იუსტიციის ტერიტორიული სამსახურის საბჭოთა ინფრასტრუქტურა ამჯერად ჩაანაცვლა თანამედროვე, ევროპული ტიპის შენობამ − საზოგადოებრივმა ცენტრმა. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მოწვეული სტუმრები და მკვიდრი მოსახლეობა. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი 200-მდე სოფლის 20 ათას მოქალაქეს მოემსახურება. მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას. საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ. პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. ინიციატივის მიზანი ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების სრულად აღმოფხვრაა. ცენტრში, ასევე, ხელმისაწვდომია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. აქ შესაძლებელია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს დუშეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაზე უფრო დიდ ფართს იკავებს და მის სივრცეში ღონისძიებების მოწყობაც იქნება შესაძლებელი. ბიბლიოთეკა აღჭურვილია სამკითხველო დარბაზით. საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნა და ადგილობრივი წყვილის − ანა ფრიდონაშვილისა და დავით ბარათაშვილის − ქორწინებაც დარეგისტრირდა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ეს ქორწინების პირველი ცერემონიალი იყო დუშეთში, რომელიც სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილ სარიტუალო სივრცეში ჩატარდა. ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დუშეთის ტერიტორიული სამსახურისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა, თავად ტერიტორიული სამსახური კი, ძველ საბჭოთა ფართში იყო. დღეიდან დუშეთის ქორწინების სახლში წყვილებს საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე, სვეტებიანი ტერასა და სკვერი დახვდებათ. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიება სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. წამყვანთან ერთად, ადგილობრივების სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამის თანხლებით ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა იზრუნეს. დუშეთში საზოგადოებრივი ცენტრის შენობის გახსნის საიუბილეო-საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
(NS)
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)