|
2019-11-08 17:32:11, 2241 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, პოტენციალი ძალიან დიდია
„დღეს ჩვენ გვაქვს ტურისტების საკმაოდ მზარდი ნაკადი ჩინეთიდან, თუმცა, ციფრებში გამოხატული ეს მაჩვენებელი არსებულ პოტენციალთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებულია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში ვიზიტისას ტურისტული კომპანიის Ctrip-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა. Ctrip ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ონლაინ ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის აქტიურად თანამშრომლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ჩინელი ტურისტული ტურების განხორციელების მიმართულებით. „ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გვექნება საკმაოდ სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობა ამ კომპანიასთან, რათა ერთობლივი ღონისძიებები დავგეგმოთ, ვასწავლოთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას - სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა ტურისტულ სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, თუ როგორ გახდნენ უფრო მიმზიდველები ჩინელი ტურისტებისთვის და ეს არის დიდი პოტენციალი და შემოსავლის დიდი წყარო, განსაკუთრებით მცირე სასტუმროებისა და სარესტორნო ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)