|
2019-11-08 16:28:29, 2021 ნახვა
ეკონომიკა
ავტოდაზღვევის ბაზარზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანაზღაურებული თანხის ოდენობით, თიბისი დაზღვევა ლიდერობს
ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს. 2018 წელს ანაზღაურებული თანხა 9 500 000 ლარი იყო, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი, კომპანიამ მომხმარებლებს უკვე 6 400 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა. 2018 წლიდან თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, ამ მხრივ კომპანია საცალო მიმართულებით ლიდერია ბაზარზე - მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბაზრის წილის 31% სწორედ თიბისი დაზღვევაზე მოდის. „მთელი ბაზრის 88% კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებია, 12% კი კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაშია, ამიტომ ავტომობილის მფლობელებში დაზღვევის კულტურის ამაღლება და საცალო ბაზარზე ლიდერობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ვინაიდან ამ ბაზარზე ლიდერობა, ანუ ცალკეული ადამიანების ნდობის მოპოვება გაცილებით რთულია. ახლა ორიენტირებული ვართ სწრაფი და კომფორტული ციფრული სერვისების შექმნასა და არსებული სერვისების დახვეწაზე. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ჩვენი გეგმაა დავაჩქაროთ ზარალის ანაზღაურების პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მათ კომფორტზე იქნება მორგებული. სწორედ ამისთვის ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.“ - დავით კიღურაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე. თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევას მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსის - ჩშI ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 89.6%-ს აქვს. თიბისი დაზღვევა მუდმივად განვითარებად, მარტივ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. ის პირველი კომპანიაა საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ზარალის ანაზღაურების ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. წელს მომხმარებლების 46%-ს ზარალი დისტანციურად აუნაზღაურდა. კომპანიის მიზანია ეს ციფრი მომავალ წელს კიდე უფრო გაიზარდოს. სტრატეგია კი რამდენიმე წელიწადში მთლიანად ციფრულ სერვისებზე გადასვლაა. (R)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)