|
2019-11-08 15:40:13, 1313 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა, საუბარია თაღლითობის შემადგენლობაზე
პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მტკიცებულებების მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა საუბარია წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ კი, თაღლითობის შემადგენლობაზე. „აქ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე და გარდა ამისა წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ, თაღლითობის შემადგენლობაზე. რაც შეეხება ტრანზაქციების თემას, ბრალდების მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნულის კვალიფიკაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად მოხდა იმ მიზეზით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება. ფინანსური ტრანზაქციებით, მათ შორის, ფიქტიური ხელშეკრულებების გაფორმებით, მათ მოახდინეს აღნიშნული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია ანუ მისი გათეთრება“, - განაცხადა გიორგი მიქავამ. პროკურორმა აღნიშნა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2 დეკემბერს ჩაინიშნა, მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)