|
2019-11-08 15:03:29, 1837 ნახვა
ეკონომიკა
ჩინური კომპანია - საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებითაც ვართ დაინტერესებული
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქცის ექსპორტით, არამედ პროდუქციის წარმოებითაც, - ამის შესახებ ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიის Xinle Electrical Appliance-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ში სინქიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მათი კომპანია საქართველოში ბიზნესის დაწყების გზებს ეძებს. „ვფიქრობთ, საქართველოში ძალიან კარგი მომავალი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც დაინტერესებული ვართ არა მხოლოდ პროდუქციის ექსპორტით, არამედ წარმოებით", - აღნიშნა ში სინქიანმა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში უცხოელი, მათ შორის ჩინელი ინვესტორებისთვის არსებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ იმ კომპანიებს, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის წარმოებას დაიწყებს, დაასაქმებს საქართველოს მოსახლეობას, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანონ. ჩინეთის ელექტროტექნიკის და დანადგარების მწარმოებელთა ასოციაციას 10 ათასამდე კომპანიას აერთიანებს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)