|
2019-11-08 13:27:36, 1582 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა" ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდოგრაფიულმა სამსახურმა" ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა. ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის AIS (AUTOMATIC IDENTIFICATION SYSTEM) სპეციალური არხის მეშვეობით გადაცემული სიგნალებით გემებს მიეწოდება ინფორმაცია საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში და პორტებში არსებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების ლოკაციის შესახებ, სპეციალურ ელექტრომონიტორებზე მათი ვირტუალურად გამოსახვის სახით. სისტემა ასევე უზრუნველყოფს ნაოსნობისთვის აკრძალული და დროებით აკრძალული რაიონების საზღვრების კონტურის ზუსტი ციფრული გამოსახულების ასახვას პროგრამაში, რაც მცურავ საშუალებებს დახურული რაიონებისგან კურსის არიდებას გაუადვილებს და შეამცირებს საზღვაო ინციდენტების რისკებს. საზღვაო ნავიგაციაში GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემის) სიგნალებზე მთელი რიგი ზემოქმედებების შედეგად, როგორიცაა: იონოსფეროსა და ტროფოსფეროს გავლის შედეგად წარმოქმნილი შეყოვნებები, სატელიტის ორბიტის, სატელიტის საათის, რესივერის ხმაურის და სხვა ტექნიკური ზემოქმედებების გავლენა კოორდინატების უზუსტობას იწვევს. აღნიშნული ხარვეზები სწორედ AIS სისტემის DGNSS მაკორექტირებელი ფუნქციით გამოსწორდება, რაც საქართველოს საზღვაო სივრცეში ამ კუთხით არსებულ ცდომილებას აღმოფხვრის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში (IMO Resolution A. 915 (22) Rev. Mar 2010) მოაქცევს. აღსანიშნავია, რომ, ავტომატური იდენტიფიცირების სისტემას მრავალი ფუნქცია გააჩნია, რომელთა გააქტიურება სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საქართველოს საზღვაო სივრცეში ნავიგაციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)