|
2019-11-07 16:16:16, 1628 ნახვა
ეკონომიკა
„ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ“ - ჩინური ონლაინ ტურისტული სააგენტოს უფროსი დირექტორი
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ნათია თურნავასთან. მიგვაჩნია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის პოტენციალს," - განაცხადა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიის Ctrip - ის უფროსმა დირექტორმა ჩარლზ ლიუმ, რომელმაც შანხაიში შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ჩარლზ ლიუს განცხადებით, ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია - ეს არის მისი ადგილმდებარეობა, სათხილამურო კურორტები, მდიდარი ისტორია და შესანიშნავი საკვები და ღვინო. „ვგულისხმობ, რომ საქართველოში ტურიზმის უამრავი სექტორია. თქვენ ასევე გაქვთ ბათუმი და ულამაზესი სანაპირო ზოლი" - აღნიშნა ჩარლზ ლიუმ. ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში ადვილია ვიზის მიღება. მისი თქმით, უპირატესობაა ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ელექტრონული ვიზა და პირდაპირი ფრენები პეკინიდან თბილისში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია. „მტკიცედ მჯერა, რომ სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში,"- განაცხადა Ctrip - ის უფროსმა დირექტორმა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)