|
2019-11-07 11:09:16, 1220 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი“ სოციალურ პროექტებს აგრძელებს
ლიბერთის ინიციატივით „ნატალი აკადემიაში“ 60 წლის ასაკის ზემოთ მსურველებს ახალი პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ. სრულიად უფასო კურსი 5 ნოემბერს დაიწყება და 9 კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები პროფესიონალი სტილისტებისგან თანამედროვე ვარცხნილობების ტექნიკასა და ვიზაჟის ხელოვნებას შეისწავლიან. აღნიშნული პროექტი ლიბერთის ხელშეწყობით ზაფხულში დაიწყო და 30-მა მონაწილემ „ნატალი აკადემიის“ სერთიფიკატი მიიღო. „აღნიშნული პროექტისადმი დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ პროგრამის გაგრძელება და ლიბერთის მხარდაჭერით მეორე კურსის მონაწილეები სხვადასხვა სახის პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ვიზაჟის ხელოვნებასაც დაეუფლებიან და კურსის დამთავრებისთანავე შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, რაც მათი დასაქმების პერსპექტივას ქმნის.” - განაცხადა შპს “საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy-ს”დამფუძნებელმა, ნატალია თოლორაიამ. „ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მუდმივად ახორციელებს საინტერესო პროექტებს. ამ უპრეცედენტო ინიციატივით, უფროსი თაობის ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მივეცით. ვიმედოვნებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური სივრცეები, ამ ადამიანების თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
(R)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)