06:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 14:19:07, 2202 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი დეკანოზის შეწყალებაზე: არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში - დაფიქრებისთვის დრო მჭირდება

„არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ ერთ კითხვაზე მეტის დასმა არ შეგიძლიათ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაფიქრებისთვის დრო სჭირდება, რათა არანაირი შეცდომა არ დაუშვას.

„შეწყალებასთან დაკავშირებით ჯერ უნდა ვიმუშაოვოთ და დავასრულოთ ახალი წესები. უნდა გამოვცე ის ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას. არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ თქვენ ერთ კითხვაზე მეტი არ შეგიძლიათ დასვათ. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას. ის, რასაც ჰქვია მორატორიუმი, რომლის მნიშვნელობაც ბევრს უჭირს გაიგოს, რომ  მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება. ეს არ არის აქტი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, რომ შემეჩერებინა და რისი სრული უფლებაც გამაჩნია. ამ შეჩერებას შევაჩერებ როგორც კი მე ვიქნები მზად და მექნება შესწავლილი ყველა საჭირო საქმეები. მინდა გითხრათ, რომ იმ აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც ატყდა წინა შეწყალებაზე ალბათ გამიგებთ, რომ მე მინდა დრო დაფიქრებისთვის და არანაირი შეცდომა არ დავუშვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics