06:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 12:01:34, 1536 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: ერთობლივი ძალისხმევით, მომავალი თაობებისთვის უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შევქმნით

თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, თავდაცვის ტრანსფორმაცია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) გახსნაზე.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონული და საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა: „ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ მზარდ შესაძლებლობებთან ერთად   დინამიურად და მრავალმხრივ იზრდება უსაფრთხოების გამოწვევებიც, რაც,  მუდმივ ყურადღებასა და საპასუხო რეაგირებას მოითხოვს.  ვაცნობიერებთ რა, მსოფლიო დინამიკაში არსებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნულ გამოწვევებს და ვმუშაობთ, რათა გავაღრმავოთ ცნობიერება ცვალებადი გლობალური გარემოს შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებს“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, საქართველო  თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს: „ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოსთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვის დასასრულს კონფერენციის  ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. „მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს  სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics