20:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 11:08:58, 1826 ნახვა

ეკონომიკა
„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019“-ზე ს.ს. „ქართული ლუდის კომპანია“ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, 5 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამართულ "ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო 2019" - ზე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’ სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს.

"აწარმოე საქართველოში" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული კუთხე, სადაც სივრცეები დათმობილი აქვს 33 კომპანიას.

,,აღნიშნულ გამოფენაზე ჩვენი მიზანია  ისეთ  მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი ახალი პარტნიორების მოძიება და ბიზნეს ურთიეროთობების კიდევ უფრო გაღრმავება. ამ დრომდე ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ პორტფელიდან ჩინეთის ბაზარზე წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ლუდის ბრენდებით და ნატურალური წვენით ,,ჩერო’’.  დღეს გამოფენის მეორე დღეა და უკვე არსებობს საკმოდ დიდი ინტერესი ასორტიმენტში არსებული სხვა პროდუქტების მიმართაც, მათ შორის უალკოჰოლო ლუდზე და ზედაზენის ლიმონათზე. 

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ზოგადად ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, კონკრეტულ შედეგებზე საუბარს კი უკვე გამოფენის დასრულების შემდეგ შევძლებთ.’’ - ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მარკეტინგის ხელმძღვანელი მიხეილ ქურდაძე

აღნიშნული გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით იმართება. საშუალოდ გამოფენაზე 151 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ძირითადად აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან. მას საშუალოდ 800 000 უნიკალური სტუმარი სტუმრობს.


 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics